აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ახალციხეში გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს

September 27, 2023

სოხუმის დაცემიდან 30 წელი გავიდა. აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა, რომელსაც სხვადასხვა მონაცემებით, 10 000-30 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 300 000-ზე მეტი კი დევნილად იქცა.

თარიღთან დაკავშირებით, ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ახალციხეში, გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, შშმ პირის სტატუსის მქონე ომის ვეტერანთა სოციალური დახმარება – ყოველთვიურად გაიცემა 11 პირზე, ასევე 17 ოქტომბერს, ვეტერანთა დღესთან დაკავშირებით აღნიშნულ პირებს ერიცხებათ ერთჯერადი ფულადი დახმარება.