აქცია აბასთუმანში – შემოვლითი გზის მშენებლობაზე დასაქმებულები გაიფიცნენ

February 4, 2022

აბასთუმანიში შემოვლითი გზის მშენებლობაზე დასაქმებული 30-მდე მუშა გაიფიცა, ისინი ხელფასების სიმცირეს და მათი შეფასებით, დამსაქმებლის მხრიდან არასათანადო მოპყრობას აპროტესტებენ, – ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს. 

როგორც მუშები ადგილობრივ მედიასთან ამბობენ, კომპანია მათ დავალ ხელფასს უხდის და გაპროტესტების შემთვევაში სამსახურიდან ათავისუფლებს.

გაფიცული თანამშრომლები ამბობენ, რომ მუშაობას მათი პირობების გაუმჯობესების და ყველა გათავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში აღდგენის შემდეგ აპირებენ.

ჩვენი რედაქცია ცდილობს კომპანიასთან და ადგილობრივ მუნიციპალურ ორგანოსთან დაკავშირებას, თვალი ადევნეთ ჩვენს ვებგვერდს.