აქცია კანელარიასთან- შშმ ბავშვების მშობლები დახმარების მოლოდინში

March 31, 2024

დღეს, 2 საათზე, შშმ ბავშვების მშობლები სახელმწიფო კანცელარიასთან აქციას მართავენ. მშობლები, ჯანდაცვის სამინისტროს რეაბილიტაცია აბილიტაციის პროგრამის ძველ მოდელზე გადასხვლას სთხოვენ.

 დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2023 წლის ბოლოს,  შშმ ბავშთა რეაბილიტაცია-აბილიტაციის 2024 წლის პროგრამაში ცვლილებები შეიტანა. ცვლილებების შედეგად სეანსების რაოდენობა არ შეცვლია და კვლავ  192 – შეადგენს, თუმცა სეანსების რაოდენობა 12 თვეზე გადანაწილდა და თვეში მისი რაოდენობა 16-მდე შემცირდა.

შშმ ბავშვბის მშობლები15 მარტს ჯანდაცვის მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე, მინისტრს სწორედ ამ ცვლილებების გაუქმებას და სეანსების რაოდენობის გაზრდას სთხოვდნენ. მშობლები ამბობენ რომ მინისტრი საკითხის გარკვევას და მოგვარებას დაპირდა. თუმცა, ისინი დღეს კვლავ იგივე მოთხოვნებით კანცელარიასთან იკრიბებიან. აქციას უერთდებიან რეგიონში მცხოვრები შშმ ბავშვების მშობლები, ისინი ამბობენ რომ მათ განსაკუთრებით უჭირთ სახელმწიფო სერვისებით სარგებლობა.

Tok.tv აქციის ორგანიზატორს ნანა კინწურაშვილი ესაუბრა:

,,მთავარი მოთხოვნაა რომ მინისტრმა შეასრულოს დადებული პირობა და დაგვაბრუნოს ძველი რეაბილიტაცია- თერაპიების განრიგი, ასევე ვითხოვთ დაამატონ თერაპიების რაოდენობა, რაზეც გვიპასუხა რომ წლევანდელ ბიუჯეტსი ვერ შეძლებენ და დაგვპირდნენ რომ გაითვალისწინებენ. “

იმ შემთხვევაში თუ პირველ აპირლამდე არ იქნება რეაგირება,  შეუძლებელი გახდება რეაბილიტაცია-აბილიტაციის  პროგრამის ძველ მოდელზე გადასვლა.  მშობლები დახმარებას ითხოვენ.

Tok. Tv თემაზე მუშაობას განაგრძობს.

Tags: ,