აწყურისა და თისელის დამაკავშირებელი გზის რაებილიტაცი იგეგმება

October 23, 2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურისა და თისელის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციისთვის, მერია 1 500 000-ზე მეტი ლარის დახარჯვას გეგმავს, – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, სოფელი აწყურისა და თისელის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციისთვის, თანხის ნაწილი 300 738 ლარი, 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა, 1 202 954 ლარი კი – 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

წინადადებების მიღება, 22-27 ოქტომბერს იწარმოებს. სამუშაოების შესრულების ვადა, ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 თვეა.