ახალარჩეული მერები პრემიერთან შეხვედრაზე

November 10, 2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს მუნიციპალიტეტების ახალარჩეულ მერებს ხვდება. შეხვედრა პრემიერის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს. ინფორმაციას გვიდასტურებენ  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.  

რა საკითხებს განიხილავენ შეხვედრაზე უცნობია, მედიას მისი გადაღების უფლება არ აქვს. როგორც ნინო გიორგობიანი გვეუბნება, ინფორმაციას ისინი მოგვიანებით გაავრცელებენ.

რა თემაზე აპირებს საუბარს ახალციხის ახალარჩეული მერი, ირაკლი ლაზარაშვილი პრემიერთან? კითხვით ჩვენ მას დავუკავშირდით, თუმცა გვითხრა რომ წინასწარ საუბარი “არასერიოზული იქნება” და “კონკრეტულ საკითხებზე შეხვედრის დასრულების შემდეგ” ისაუბრებს.   

შეგახსენებთ, რომ ახალციხის მერი, ირაკლი ლაზარაშვილი საკუთარი მოვალეობების შესრულებას 28 ოქტომბრიდან შეუდგა.

ჩვენ ასევე დავინტერესდით ესწრებოდა თუ არა აღნიშნულ შეხვედრას წალენჯიხის მერი გიორგი ხარჩილავა. მიუხედავად არაერთი მცდელობისა პასუხი ვერც პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციისგან და ვერც საკუთრივ წალენჯიხის მერისგან მივიღეთ. ის ჩვენს ზარებს არ პასუხობს.