ახალქალაქის კლინიკის დირექტორი და საკრებულოს თავმჯდომარე “სინოფარმით” აიცრა

May 19, 2021

დღეს  ახალქალაქის რეფერალური კლინიკის მენეჯერი ალექსანდრ თოროიანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინა “სინოფარმით” აიცრა. მისი თქმით, ვაქცინა პანდემიასთან ბრძოლისთვის აუცილებელია.

,,თითოეულმა ადამიანმა უნდა გააცნობიეროს თავისი პასუხისმგებლობა საზოგადოების და სახელმწიფოს წინაშე, რადგან ეს არის პანდემიასთან ბრძოლის ერთ-ერთი ელემენტი. ვაქცინაცია ქვაკუთხედია პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში,” – განაცხადა თორიანმა.

დღესვე, კლინიკის მენეჯერთან ერთად აიცრა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ნაირი ირიციანიც.