ახალქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგისთვის 300 000 ლარის გამოყოფა იგეგმება

April 13, 2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია 50 000 ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ზედამხედველობისთვის 300 000 ლარის ოდენობის ტენდერს აცხადებს — ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.

სატენდერო დოკუმენტის თანახმად, კომპანიამ მუნიციპალიტეტში 2023 წელს განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს მონიტორინგი უნდა გაუწიოს. ასევე, კომპანიას ევალება მიმდინარე წელს დაწყებული და მრავალწლიანი სამშენებლო, სარემონტო, სამონტაჟო, სადემონტაჟო სამუშაოების საზედამხედველო მომსახურება სამუშაოების დასრულებამდე.

გამარჯვებულმა კომპანიამ აღნიშნული სამონიტორინგო სამუშაოები 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა განახორციელოს. განცხადებების მიღება 15 — 18 აპრილს იწარმოებს.