ახალციხელი მედდის საქმის ადვოკატები ახალ გარემოებებზე საუბარს აანონსებენ

April 6, 2021

facebook: Toktv.ge

ახალციხეში ახალგაზრდა მედდის ოჯახის ადვოკატებმა პროკურატურისგან მიწოდებული საგამოძიებო საქმის მასალები უკვე შეისწავლეს და ახალ გარემოებებზე საუბარს აანონსებენ. 

ადვოკატი, ნინო ამაღლობელი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ დღეს 15:30 წუთზე “მედიაცენტრ მთავარში” სიახლეებზე ისაუბრებენ.

“შევისწავლეთ საქმის მასალები და საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვან სიახლეებზე ვისაუბრებთ,” – გვითხრა ამაღლობელმა.

შეგახსენებთ, რომ გარდაცვლილი მედდის ოჯახის ადვოკატები პროკურატურისგან საქმის მასალებზე წვდომას 12 დღის განმავლობაში ითხოვდნენ. მათ დოკუმენტაცია 3 აპრილს გადაეცათ.

18 მარტს ახალციხის კლინიკა «იმედში» ახალგაზრდა მედდა კორონავირუსის საწინააღმდეგო «ასტრაზენეკას»(შემდგომში „ვაქსზევრიად» წოდებული) ვაქცინის მიღების შემდეგ გონება დაკარგა, რის შემდეგაც იგი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს და 19 მარტს გარდაიცვალა.

ამ დრომდე უცნობია იყო თუ არა ექთნის გარდაცვალების მიზეზი ვაქცინაცია. გამოძიება ჯერ არ დასრულებულა.

ფოტო: “მედიაცენტრი მთავარი