ახალციხეში, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართება

August 16, 2023

რეგიონული ფორუმი, არტ თერაპია, სითი გეიმი, წიგნების თარო, ფერების ფესტივალი- ახალციხეში, ხვალ, 17 აგვისტოს, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ახალციხის ციხის ტერიტორიაზე ღონისძიებები გაიმართება. ​

თარიღს, გაეროს ინიციატივით მსოფლიო 1999 წლიდან ყოველ წელს 12 აგვისტოს აღნიშნავს, თუმცა შოვში მომხდარი სტიქიის გამო, ახალციხეში ღონისძიება 17 აგვისტომდე გადაიდო.

როგორც ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში გვეუბნებიან კონცერტისთვის  15 000 ათასამდე ლარი დაიხარჯება, თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა. გასულ წელს მერიამ, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიებისთვის 9000 ლარი გამოყო.

ღონისძიება, ანდრია გველესიანის და ბენდის კონცერტით დასრულდება.