ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე N6 კორპუსის რეაბილიტაცია იგეგმება

September 14, 2023

ახალციხეში,თამარაშვილის ქუჩის N6 საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაცია იგეგმება, რომლისთვისაც მერია 235  ათასამდე ლარის დახარჯვას გეგმავს, – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, იგეგმება შენობის წინა ფასადის, ავნების, მოაჯირების, კარ-ფანჯრების დემონტაჟი და ახლით შეცვლა.

ტენდერი შერჩევა შეფასების ეტაპზეა. მასში მონაწილეობა ერთადერთმა პრეტენდენტმა, რომლის დირექტორიც ქართული ოცნების შემწირველია, შპს ” ნიუ პროჯექტმა ” მიიღო და სამუშაოების შესრულებისთვის 234 171 ლარი შესთავაზა.

 გამარჯვებულმა კომპანიამ, სამუშაოები 2 თვის  ვადაში უნდა შეასრულოს.

მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, თანხა სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა.