ახალციხეში, ნინოწმინდაში და ახალქალაქში, სკრინინგ ცენტრის ვიზიტი იგეგმება

March 1, 2024

ახალციხეში, ნინოწმინდაში და ახალქალაქში, სკრინინგ ცენტრის ვიზიტი იგეგმება

ვრცლად ნახეთ ვიდეო

ახალციხეში, ნინოწმინდაში და ახალქალაქში, აპრილის თვეში, სკრინინგ ცენტრის ვიზიტი იგეგმება, რომლის ფარგლებშიც ქალებს შესაძლებლობა ექნებათ გამოკვლევები უფასოდ ჩაიტარონ, – ამის შესახებ დღეს, ასოციაცია “ტოლერანტის” ოფისში, საინფორმაციო შეხვედრაზე გახდა ცნობილი.

პროექტის ინიციატორი, დმანისში არსებული არასამთავრობო ორგანიზაცია, “სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმაა”. ხელმძღვანელის, სამირა ისმაილოვას თქმით, მათ უკვე დაიწყეს საინფორმაციო სახის შეხვედრები და 25-დან 70 წლამდე, გამოკვლევების მსურველი ქალების აღრიცხვა, რის შემდეგაც გეგმავენ სკრინინგ ცენტრის რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში ვიზიტს და ადგილზე გამოკვლევას.