ახალციხეში, 2027 წელს, ახალი სამხატვრო სკოლის მშენებლობა იგეგმება

November 26, 2026

ახალციხეში, 2027 წელს, ახალი სამხატვრო სკოლის მშენებლობა იგეგმება, – ამის შესახებ მერმა, ვარლამ წიკლაურმა ბიუჯეტის პროექტის განხილვის შემდეგ მედიასთან ინტერვიუს დროს განაცხადა.

მისი თქმით, ახალი სივრცის აშენებას ძველი კულტურის სახლის ადგილზე გეგმავენ. მერის განმარტებით, შენობა დაზიანებულია და ამჟამად არ ფუნქციონირებს.

წიკლაურის განცხადებით, სამხატვრო სკოლაში ამჟამად 450 მოსწავლე სწავლობს. ისინი ხატვასა და სხვადასხვა ხელსაქმეს უფასოდ ეუფლებიან.

ამ ეტაპზე პროექტის ღირებულება და მშენებლობისთვის საჭირო ბიუჯეტი დასახელებული არ არის.