9 900 ლარი დაუჯდა ახალციხის მერიას მობილური აპლიკაციის „ჩემი ახალციხის“ შექმნა. პლატფორმის საშუალებით მოქალაქეებს დასუფთავებისა და გარე განათების პრობლემების დაფიქსირება, ასევე მათ მოგვარებაზე თვალყურის დევნება შეუძლიათ, – ინფორმაცია ახალციხის მერიამ საჯარო ინფორმაციაზე პასუხად მოგვაწოდა.
მიღებული წერილის თანახმად, აპლიკაციის შექმნისა და დანერგვის მიზნით, ა(ა)იპ “ახალციხის სერვის ჯგუფმა” გამარტივებული შესყიდვის საშუალებით ხელშეკრულება ინდ მეწარმე ვლადიმერ ხოჭოლავასთან გააფორმა, რომელმაც აპლიკაცია შექმნა.
როგორც ვარლამ წიკლაური გვეუბნება, აპლიკაციის შექმნიდან დღემდე 100 განცხადებაა შესული. მისივე თქმით, აპლიკაციით მიღებული შეტყობინებების მართვასა და დამუშავებას „ახალციხის სერვის ჯგუფი“ უზრუნველყოფს.