„ეს ვნებათაღელვა იყო მესამე ძალის მუშაობის შედეგი“ – რატომ არ გამოუყო სჯსუ-მ კათოლიკურ ეკლესიას ფართი კონფერენციისთვის

November 26, 2026

„ეს ვნებათაღელვა იყო მესამე ძალის მუშაობის შედეგი“ – ასე განმარტავს ვახტანგ თაქთაქიძე კათოლიკური ეკლესიისთვის კონფერენციის გამართვის მიზნით სივრცის გამოყოფაზე უარს. კითხვაზე, ვის გულისხმობს „მესამე ძალაში“, თაქთაქიძე პასუხს არ გვცემს.

კათოლიკურ ეკლესიას წმ. ფრანცისკე ასიზელის გარდაცვალებიდან 800 წლის იუბილესთან დაკავშირებით კონფერენციის გამართვა სურდა, თუმცა სივრცის გამოყოფაზე უარი ახალციხის მერიამ და სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა თქვეს.

რატომ ვერ მოიძებნა რელიგიური კონფესიისთვის სივრცე და რა გახდა უარის მიზეზი ამ კითხვებზე თაქთაქიძე არ გვპასუხობს.

რატომ ვერ გამოიყო მუნიციპალური ან საუნივერსიტეტო სივრცე კათოლიკური ეკლესიის კონფერენციისთვის?