ავარიის შედეგად 23 ტონამდე ე.წ გუდრონი დაიღვარა – ახალციხე

February 18, 2022

ახალციხე-ახალქალაქის გზატკეცილზე, ე.წ გუდრონით დატვირთული სატვირთო ავტომობილი გადაყირავდა, რა დროსაც 23 ტონამდე მასა დაიღვარა, რომლის ნაწილიც მდინარე მტკვარში ჩაიღვარა, – ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. 

ამავე წყაროს ცნობით, სამმართველოს ინსპექტორებმა ლაბორატორიული კვლევის მიზნით, ადგილზე აიღეს შესაბამისი სინჯები. ლაბორატორიული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით დაანგარიშდება გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობაც.

აღნიშნულზე გამოძიება სსკ-ს  52-ე და 58-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც მიწის და წყლის დაბინძურებას, დეგრადაციას, დანაგვიანებას, წყლის ობიექტებში ნარჩენებისა და სხვაგვარი ნაყარის ჩაყრას გულისხმობს. 

რა ზიანი შეიძლება მიადგეს მდინარეს, თუ მასში ე.წ გუდრონი ჩაიღვრება? გვპასუხობს ეკოლოგი გიორგი ეპიტაშვილი.