​ახალციხის მერია 18 სექტემბრის ღონისძიებისთვის 10 ათას ლარს გამარტივებული წესით გამოყოფს

September 14, 2022

ახალციხის მერია, კომპოზიტორ ჯემალ და ცისანა სეფიაშვილებს ღონისძიების გამართვაში 10 ათას ლარს გადაუხდის. ღონისძება 18 სექტემბერს, ახალციხის ციხის ტერიტორიაზეა დაგეგმილი, ამის შესახებ ინფორმაციას ახალციხის მერია ავრცელებს. 

მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს მომღერალი ცისანა სეფიაშვილი და მსახიობი და ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე. 

როგორც მერიაში გვეუბნებიან, ღონისძიებისთვის თანხა გამარტივებული წესით გამოიყოფა, მათივე თქმით, მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება. 

მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ღონისძება 18 სექტემბერს, 17 საათზე დაიწყება . დასწრება თავისუფალია.