ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა პამაჯში, სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია იგეგმება

August 14, 2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა პამაჯში, სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების უზრუნველყოფისთვის , 50 000-მდე ლარის დახარჯვა იგეგმება, – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, გამაჯვებულს კომპანიას ევალება  არსებული მილის დემონტაჟი და პოლიეთილენის მილის მოწყობა. ასევე საპროექტო მონაკვეთში, წნევის დამგდების მიზნით  წყალშემკრები მილის მოწყობა.

ტენდერი შერჩევა შეფასების ეტაპზეა. მასში მონაწილეობა ერთადერთმა პრეტენდენტმა, ფიზიკურმა პირმა გიორგი მესხიძემ მიიღო.

როგორც ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში გვეუბნებიამ, თანხის ნაწილი “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში გამოიყოფა ნაწილი კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები, ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვეში უნდა დაასრულოს.