ახალციხის სოფელ ღრელში, სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია იგეგმება

August 24, 2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელში, სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია იგეგმება, რომლისთვისაც მერია 30 ათასამდე ლარის დახარჯვას გეგმავს, – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით თანხა სრულად სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებიდან გამოიყოფა.

წინადადებების მიღება 2-5 სექტემბერს იწარმოებს. სამუშაოები გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 კვირის ვადაში უნდა შეასრულოს.