ვალეში საჯარო მოხელეები მოსახლეობას აღრიცხავენ – არჩევნები2021

October 5, 2021

​ახალციხის ციხის დირექტორი და “ქართული ოცნების” ახალციხის ოფისის მდივანი საჯარო მოხელეებთან ერთად ცესკოს ე.წ ფოტოებიანი სიების მიხედვით არჩევნებზე მისულ ამომრჩეველს აღრიცხავდნენ.
⚡ კითხვაზე თუ რას აკეთებდა დავით ტაბატაძე ადგილზე, გვიპასუხა, რომ შვებულებაშია
⚡ კითხვაზე საიდან ჰქონდათ მათ ე.წ. ცესკოს სიები ფოტოსურათებითა და კონკრეტული პირების სახელებით და გვარებით გვიპასუხა, რომ ეს უბრალო სიები იყო და ცესკოდან არ მიუღიათ.