ბავრა-ნინოწმინდას საბაჟო პუნქტი ამუშავდა – საელჩო

February 7, 2021

ბავრა-ნინოწმინდას საბაჟო გამშვები პუნქტი დღეიდან ამუშავდა. სომხეთის საზღვრის გადაკვეთის შესაძლებლობა მოსახლეობას 10:00-18:00 საათამდე შეეძლება – ინფორმაციას სომხეთის საელჩო ავრცელებს.

უწყების მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით: “საქართველოდან სომხეთში მოსახლეობა შეძლებს წასვლას შესაბამისი სტრუქტურების, სპეციალური ნებართვის საფუძველზე. ხოლო, სომხეთიდან საქართველოში მოსახლეობა შემოსვლას მას შემდეგ რაც, მათ ვაქცინის ორი დოზა ექნებათ გაკეთებული.”

განცხადების მიხედვით, სატვირთო მანქანების საკონტროლო გამშვები პუნქტები 24 საათის განმავლობაში იმუშავებენ.

ინფორმაციის გვიდასტურებენ შემოსავლების სამსახურშიც.

ადგილობრივი მედია NOR-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ სომხეთში გამსვლელმა პირებმა მერიისგან თანხმობის ნებართვა უნდა მიიღონ. რა სახის დოკუმენტზეა საუბარი? ამის გადამოწმებას ჩვენ მუნიციპალიტეტების მერებთან ვცდილობთ, თუმცა ისინი ამ დროისთვის ზარებს არ პასუხობენ.

შეგახსენებთ, რომ 3 თებერვალს ახალქალაქის მოსახლეობამ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტა. მათი მთავარი მოთხოვნა სახმელეთო საზღვრების გახსნა და სამუშაოდ წასვლის შესაძლებლობა იყო.

Toktv.ge