ბაკურიანელი სპორტსმენი Ski Cross-ში ფინალში მოხვდა

February 24, 2023

ბაკურიანში, მსოფლიო ჩემპიონატზე, Ski Cross-ში დღეს, ბაკურიანელმა სპორტსმენებმა იასპარეზეს, რომელთაგან ერთ-ერთმა, დავით თედიაშვილმა საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარა და ფინალურ ეტაპზე გადავიდა. ფინალი ბაკურიანში ხვალ გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სათხილამურო ფედერაცია ავრცელებს.

მსოფლიო ჩემპიონატი ბაკურიანში 18 თებერვალს დაიწყო და 5 მარტამდე გასტანს.