Her gün yenilenen özel bonuslarla kullanıcılarını motive eden bahsegel giriş, üyelerine daha fazla kazanma şansı tanıyarak oyun keyfini artırıyor.

OECD’ye göre, Avrupa’daki bahis kullanıcılarının %26’sı kadınlardan oluşur ve bahsegel giriş kadın oyunculara özel fırsatlar sunar.

Türkiye’de güvenilir bahis deneyimi bahsegel giriş arayan kullanıcılar markasını tercih ediyor.

Mobil cihazlardan erişim kolaylığı sunan pinco kullanıcı dostudur.

ბიში, ქადა, ჭირიხტა, ბაქმაზი – ახალციხეში “პურის ფესტივალი” გაიმართება

October 18, 2021

ტრადიციული და ადგილობრივი პროდუქტების, მათ შორის ადგილობრივი პურისა და ხორბლის, რეგიონის აგროტურისტული პოტენციალის და მოსახლეობის ინიციატივების წარმოჩენა-წახალისების მიზნით ახალციხეში “პურის ფესტივალი” გაიმართება.

ფესტივალი 23 ოქტომბერს, ახალციხის ციხის ტერიტორიაზე გაიმართება, სადაც გამოიფინება ადგილობრივი და ტრადიციული პროდუქტი, სხვადასხვა სახეობისა და ჯიშის ხორბალი და გამომცხვარი პური, ჩეჩილი და ტენილი ყველი, ადგილობრივი პარკოსანი კულტურებისგან დამზადებული კერძები: ბიში, ქადა, ჭირიხტა, ბაქმაზი, ტყლაპი, ჩირები, თაფლი, ღვინო, ლუდი და სხვა.

ღონისძიებაზე, რომელიც ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“, რეგიონის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციასთან ერთად ატარებს, იქნება ხელნაკეთი ნივთების გამოფენა/გაყიდვა, მასტერკლასები და ადგილობრივი ფოლკლორული ფოლკლორული ანსამბლების და და მოწვეული ბენდის კონცერტი.

ასევე, ფესტივალზე გამოავლენენ „ნეიშენალ გეოგრაფიკ საქართველოს“ ფოტოკონკურსის – Yourshot საქართველოს გამარჯვებულებს და დააჯილდოებენ.

დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ შემდეგ მისამართზე – ( დააჭირეთ აქ )