ბოლაჯურის  შიდა საუბნო გზის რეაბილიტაციითვის, 200 ათას ლარზე მეტის  დახარჯვას იგეგმება-ტენდერი

August 17, 2023

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლი ბოლაჯურის  შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია იგეგმება, რომლისთვისაც ადიგენის მერია 200 ათას ლარზე მეტის  დახარჯვას გეგმავს, –  ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული. 

როგორც ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში გვითხრეს, გზის 575 მ. რეაბილიტაცია იგეგმება. შიდა საუბნო გზის რეაბილიტაციის თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვის ვადაში უნდა შეასრულოს.

სატენდერო დოკუმენტაციების მიღება 28-31 აგვისტოს იწარმოებს.