ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს, სახანძრო მანქანები გადაეცა

November 13, 2023

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს, სახანძრო მანქანები გადაეცა, – ამის შესახებ ინფორმაციას, “დაცული ტერიტორიების სააგენტო” ავრცელებს.

“ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, საქართველოში ყველაზე დიდი ეროვნული პარკია და ერთ-ერთ ხანძარსაშიშ ზონას წარმოადგენს, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში,” – ნათქვამია ინფორმაციაში.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მანქანები დაცული ტერიტორიების სააგენტოს, კორეის ეროვნული პარკების სამსახურთან (KNPS) გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, გადაეცათ.