განადგურებული ხილი და ბოსტნეული – სეტყვის შედეგები ჯავახეთში

July 27, 2022

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

განადგურებული ხილი,  კარტოფილი და ბოსტნეული – შედეგები გუშინ, ჯავახეთში მოსულმა ძლიერმა სეტყვამ და მეხმა გამოიწვია.

ნინოწმინდის მერიაში გვეუბნებიან, რომ განსაკუთრებით დაზიანდა სოფელ ეშტიას, ჯიგრაშენის და კონდურის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლები, ადგილობრივებს ​დაუზიანდათ მოსავალი.

მათივე ცნობით, ნინოწმინდის სოფელ ფოკაში მეხის დაცემის შედეგად სამი ძროხა მოკვდა.

მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვეუბნებიან, რომ მათ უკვე დაიწყეს განცხადებების მიღება მოსახლეობისგან, შემდეგ ეტაპზე ისინი განიხილავენ და შეისწავლიან ზარალს, რის შედეგადაც ადგილობრივებს ზარალს აუნაზღაურებენ. ​

ნინოწმინდასთან ერთად, გუშინ, ასევე დაისეტყვა ახალქალაქის სოფლები, თუმცა ახალქალაქის მერიაში გვეუბნებიან, რომ ადგილობრივებს მათთვის განცხადებით ამ დრომდე არ მიუმართავთ.

ფოტოები: ფარვანა TV