“განცხადებას მალე გავავრცელებთ” – კომპანია “ბორჯომი”

May 18, 2021

მინერალური წყლის, “ბორჯომის” ჩამომხსმელ ქარხნებში თანამშრომლების საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, კომპანია განცხადებას რამდენიმე ხანში გაავრცელებს. ამის შესახებ TOK TV-ს კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში უდასტურებენ. 

შეგახსენებთ, რომ ბორჯომში ჩამოსასხმელი ორი ქარხნის 350-მდე თანამშრომელი გაიფიცა. ისინი ხელფასების მომატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. მათივე თქმით, საპროტესტო აქციას მანამ გაავრცელებენ, სანამ მოთხოვნები არ შესრულდება.

ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცავები, რომლებიც აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვის და ქარხანასთან მისვლის საშუალებას არ აძლევენ.

ბორჯომის ჩამოსასხმელი ქარხნების 350-მდე თანამშრომელი გაიფიცა