“გარდაცვლილი თვითდინებით მოვიდა კლინიკაში” – ირაკლი დიასამიძე

August 6, 2021

“ გარდაცვლილი თვითდინებით მოვიდა კლინიკაში, მრავლობითი დაზიანებებით, ჩაუტარდა ყველანაირი დახმარება. სამწუხაროდ ვერ მოხერხდა პაციენტის გადარჩენა”- გვეუბნება ბორჯომის კლინიკის დირექტორი, ირაკლი დიასამიძე.

დღეს, 6 აგვისტოს გამთენიისას, ბორჯომის სამედიცინო ცენტრში დაჭრილი კაცი შეიყვანეს, რომლის გადარჩენა ვერ მოხერხდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცს ჭრილობა ყელის არეში ჰქონდა მიყენებული.

გარდაცვლილი მამაკაცის საქმეზე შსს–მ გამოძიება სსკ–ის 108–ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.