გახარიას პარტიის ადიგენის სიის პირველი ნომერი კვლავ ზეწოლაზე საუბრობს

September 28, 2021

გიორგი გახარიას ახლად დაარსებული პარტიის ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, გოდერძი კუბლაშვილი კვლავ ზეწოლაზე საუბრობს. ადიგენში დღეს გამართულ ბრიფინგზე კუბლაშვილმა განაცხადა, რომ პარტიული სიის 6-დან 4-მა კანდიდატმა კანდიდატურა მოიხსნა. როგორც კუბლაშვილი ამბობს, მიზეზი მმართველი პარტიის მხრიდან ზეწოლააა. 

განცხადების კეთებისას მოხდა მცირე ინციდენტიც, რა დროსაც გოდერძი კუბლაშვილს ერთ-ერთი ადგილობრივი სიტყვიერად დაუპირისპირდა. 

მმართველი პარტიიდან ყველა ტიპის ძალადობაზაე და ზეწოლას გამორიცხავენ, რის შესახებაც გასულ კვირას პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ახალციხეში ისაუბრა.