გრაფიკული დიზაინის ღია ხელსაწყოები – მასტერკლასი წალკაში, “კოხტა მედიათეკაში”

October 17, 2023

გრაფიკული დიზაინის საფუძველბით და ღია ხელსაწყოების გამოყენებით დაინტერესებულთათვის წალკაში, “კოხტა მედიათეკა” სპეციალურ მასტერკლასს უმასპინძლებს.

ადგილობრივებს საშუალება ექნებათ პრაქიკული გაკვეთილები მიიღონ JRC -ს ხელმძღვანელ ნათია კუპრაშვილისგან.

მასტერკლასი 19 ოქტომბერს, 16:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.

მოკლედ სპიკერის შესახებ: ნათია კუპრაშვილი თსუ-ს მასკომუნიკაციის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი, Kings College London, სტრატ. კომის მაგისტრი, “ჟურნალისტიკის რესურსცენტრის” ხელმძღვანელი.