დარღვევები და შენიშვნები ახალქალაქის მერიის სახელმწიფო შესყიდვებში – TI

June 30, 2023

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, ახალქალაქის მერიის სატენდერო კომისიის წევრებს, შესყიდვებში დაშვებული შეცდომების გამო, შენიშვნა მისცა, ხოლო მუნიციპალიტეტის ააიპ–ის ხელმძღვანელის, მარტინ გაბრიელიანის კომპანიის ტენდერებში ათობით დარღვევა დაადგინა.

აღნიშნულს წინ უძღვოდა, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კვლევა, რომლის მიხედვითაც, 2019 წლის აგვისტოდან მიმდინარე წლამდე გაბრიელიანის კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვებიდან 1 400 000-მდე ლარი მიიღო, აქედან 670 ათასამდე ლარი ახალქალაქის ბიუჯეტიდან დაერიცხა.

სააგენტოს ინფორმაციით, ახალქალაქის მერიის სატენდერო კომისიამ, ინტერესთა შეუთავსებლობის თავიდან აცილების პირობების და წესების მუხლი დაარღვია.

ამავე ორგანიზაციის კვლევის საფუძველზე, საკითხის შესახებ მოკვლევა დაიწყო სახელმწიფო უსაფრთხოების ანტიკორუფციულმა სააგენტომაც.

რა პოზიცია აქვს აღნიშნულთან დაკავშირებით ახალქალაქის მერს, მელქონ მაკარიანს? – ამის გასარკვევად ჩვენ ამსთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა მისი ტელეფონი მიუწვდომელია, ხოლო საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.