ევროკავშირი საქართველოსთვის – 12 ნაბიჯი სტატუსამდე

May 16, 2023

ოქტომბერში ევროკომისიის სხდომაზე ქვეყნის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საკითხი უნდა გადაწყდეს, დეკემბერში კი ეს გადაწყვეტილება საბოლოოდ დაადასტურონ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა.

გასცემს თუ არა ევროკომისია დადებით რეკომენდაციას და რა უნდა გაკეთდეს ამისთვის საქართველოს მხრიდან? როგორ სრულდება ევროკომისიის მიერ გაცემული 12 პუნქტიანი რეკომენდაცია, როგორც ქართულ მედიაში მოიხსენიებენ, 12 ნაბიჯი, და რა გამოწვევები აქვს ქვეყანას დასაძლევი სტატუსის მისაღებად?