ევროკავშირი საქართველოსთვის

November 3, 2023

„ჩვენ გვაქვს პოზიტიური და ასევე ნეგატიური გამოცდილება. უფრო ნეგატიური – რადგან ხელისუფლებას არ ესმის ჩვენი ხმა. მათთან საერთაშორისო ინსტრუმენტებით კომუნიკაცია გვიწევს“. – ამბობს აგიტ მირზოევი ჩართულობისა და განვითრების ცენტრის ხელმძღვანელი. ჩანართში ევროკავშირი საქართველოსთვის ვსაუბრობთ მოწყვლად ჯგუფებზე, ეს ერთ-ერთი მიმართულებაა იმ 12 პუნქტდიან, რომელიც საქართველომ კანდიდატის სტატუსის მოპოვების გზაზე უნდა დააკმაყოფილოს.

15 სექტებერს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ბოლო შეფასება გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც სრულად არის შესრულებული ერთი პირობა; მეტწილად შესრულებულია ორი პირობა; ნაწილობრივ შესრულებულია შვიდი პირობა და კვლავ შესასრულებელია ევროკავშირის ორი პირობა (დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია). აქვე უნდ აითქვას, რომ ევროკომისიის მიერ ივნისს გამოქვეყნებულ შუალედურ დასკვნაში შესრულებულად მიჩნეულია 3 პუნქტი.  

ნაწილობრივ შესრლებულად მიიჩნიეს ქართულმა სამოქალქო ორგანიზაციებმა მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებბით ევროკომისიის მიერ მოწოდებული რეკომენდაციებიც.

 „ევროკავშირი, ზოგადად, ძალიან ფრთხილია თავის შეფასებებში. ტერმინი “სასწრაფოდ” სერიოზულად უნდა განვიხილოთ. სამართლებრივ ენაში “სასწრაფოდ” ნიშნავს გადაუდებელ ღონისძიებებს, რომელიც ყოველ მიზეზგარეშე უნდა გატარდეს. ვერ დაელოდება, მაგალითად, დროში გაწერილ, რამდენიმე თვით გახანგრძლივებულ გეგმას – სასწრაფოობა აუცილებელია მოწყვლადი ჯგუფების უფლებების უზრუნველსაყოფად დღეს და ახლა. – ამბობს ანა არგანაშვილი – „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი.