ევროპული ინტეგრაცია, სიკეთეები, ურთიერთობები – შეხვედრა 160-მდე მასწავლებლისთვის

February 17, 2022

ევროპული ინტეგრაცია, ევროპული გაერთიანების სიკეთეები, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები –  ამ თემებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მცხოვრებ 160-მდე მასწავლებელს შეეძლო. ონლაინ შეხვედრის მთავარი მომხსენებელი საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი გახლდათ.

ონლაინ შეხვედრა ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში დასაქმებულ მასწავლებლებს ჩაუტარდათ. ღონისძიების ორგანიზატორია, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის ოფისი.

სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.