ევროპულმა საქართველომ მერობის და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

September 21, 2021

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი. ახალციხის მერობისთვის 6 კანდიდატი იბრძვის. მათ შორის არის ევროპული საქართველოს კანდიდატიც. პარტიამ დღეს ახალციხის და ახალქალაქის მერობის და სხვა მუნიციპალიტეტების მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატები ოფიციალურად წარადგინა.

ახალციხის მერობისთვის არასამთავრობო ორგანიზაცია სასოფლო-საკონსულტაციო სამსახურის თავმჯდომარე ზურაბ სადათიერაშვილი იბრძოლებს, ხოლო ახალქალაქის მერობისთვის, გასული წლის არჩევნებზე, ყოფილი დეპუტატობის კანდიდატი ამავე პარტიიდან, არსენ კარაპეტიანი.