ვაკანსია TOK TV-ს წალკის ბიუროში

July 29, 2022

თუ ხარ შრომისმოყვარე, კრეატიული, ენერგიული და გსურს შენი მუნიციპალიტეტის, წალკის განვითარებისთვის “ჭაპანი ზიდო” TOK TV სწორედ შენ გეძებს!

გვინდა ჩვენ გუნდს შეემატოს ზემოთჩამოთვლილი უნარების მქონე მოტივირებული ჟურნალისტი, რომელიც TOK TV-ს წალკის ბიუროში იმუშავებს. გამოცდილება სასურველია, მაგრამ სავალდებულო არა, აქ ჩვენ მუშაობასთან ერთად ჟურნალისტურ უნარებსაც შეგასწავლით.  

გამოგზავნე CV და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე talk@toktv.ge ან დაგვიკავშირდით ტელეფონზე 591234510 და გახდი ჩვენი არც თუ ისე დიდი, მაგრამ საინტერესო გუნდის წევრი.  

მოკლედ TOK TV-ს შესახებ. ტელეკომპანია დაფუძნებულია არასამთავრობო ორგანიზაცია «ჟურნალისტიკის რესურსცენტრის» მიერ 2017 წელს, ხოლო 2022 წელს EED-ის მხარდაჭერით წალკაში.

TOK TV-ს “კოხტა” ოფისი, წალკის სოფელ კოხტაში

არხი მიზნად ისახავს ენობრივი ბარიერის ან სხვა მიზეზების გამო, ქართული საინფორმაციო სივრცის მიღმა დარჩენილი აუდიტორიის ობიექტურ ინფორმირებას. კონსტრუქციული ჟურნალისტიკის საფუძველზე შექმნილი მედია, პროპაგანდას საჭირო, სანდო, მაღალეთიკური და  მიუკერძოებელი შინაარსით უპირისპირდება.

თუ კი ტყუილი მოგბეზრდა