ვალეში ხალხი წინააღმდეგია სტალინის ქუჩას სახელი გადაერქვას – საკრებულოს თავმჯდომარე

February 6, 2023

იგეგმება თუ არა ქალაქ ვალეში, სტალინის ქუჩისთვის სახელის გადარქმევა და როგორია ახალციხის საკრებულოს პოზიცია საკითხთან დაკავშირებით? – კითხვა საკრებულოს თავმჯდომარეს, დავით ლომიძეს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” რეგიონულმა კოორდინატორმა თამუნა უჩიძემ მერიის და საკრებულოს მიერ გასული წლის ანგარიშის წარდგენისას დაუსვა.

დავით ლომიძის თქმით, სახელის გადარქმევის წინააღმდეგი საკუთრივ მოსახლეობა იყო, რის გამოც მათ ქუჩას დასახელება არ შეუცვალეს.

ჩვენ რედაქციას ამ თემაზე არაერთი მასალა აქვს მომზადებული. ადგილობრივების ნაწილი ჩვენთან საუბარში ამბობდა, რომ ქუჩისთვის სახელის შეცვლა აუცილებელი იყო, ნაწილი კი – წინააღმდეგი იყო.

აქვე გეტყვით, რომ ჩვენ ქვეყანაში 2011 წელს ამოქმედდა კანონი, “თავისუფლების ქარტია”, რომელიც კრძალავს კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური სიმბოლიკის გამოყენებას. კანონი ეხება ქუჩების დასახელებებსაც.