ადიგენის სოფელ ზანავის და წალკის სოფელ სამების “გამგებლებს” ქრთამის აღების ფაქტზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ, – ინფორმაციას პროკურატურაში გვიდასტურებენ.
საქმე ეხება შემთხვევას, როდესაც ოფიციალური ინფორმაციით, ზანავის “გამგებელმა”, თანამონაწილესთან ერთად ქრთამის სახით 10 000 დოლარი აიღო. ხოლო წალკის სოფელ სამების “გამგებელმა” კი – 1 000 ლარი.
ასევე, უწყების ცნობით პატიმრობა შეეფარდა პირს, რომელიც ზანავის “გამგებელს” ქრთამისაღებაში ეხმარებოდა.
პროკურატურის ცნობით, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ზანავის “გამგებელს” 7-11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ხოლო, სამებისას – 6-9 წლამდე.
ის, რომ ამირან მიქელაძე დააკავეს ინფორმაცია გუშინ წინ, რამდნიმე დამოუკიდებელმა წყარომ მოგვაწოდა და ადიგენის მერმაც დაგვიდასტურა. ჩვენ ფინანსთა სამინისტროს გუშინვე დავუკავშირდით, თუმცა მათგან ინფორმაცია ვერ მივიღეთ.
ასევე, ჩვენ დავუკავშირდით დაკავებულის ნათესავს, რომელმაც ჩვენთან საუბარი არ ისურვა.
ზანავის “გამგებელი” დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს – საფინანსო