თევზჭერაზე სანქციები გამკაცრდა – გზდ

December 7, 2023

თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების საშუალებით უკანონო თევზჭერა პირველივე ჯერზე სისხლის სამართლის დანაშაულად დაკვალიფიცირდება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, – ინფორმაციას გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში სასჯელის სახით, გათვალისწინებულია საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ან/და პატიმრობა 2 – 4 წლამდე.

აქვე გეტყვით რომ, მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში, საქართველოში, უკანონო თევზჭერის 82 ფაქტი გამოვლინდა, მათგან 2 სამცხე-ჯავახეთში.

ჯამში, წელს უკანონო თევზჭერის 696 ფაქტი გამოავლინეს.