თოვლისა და ძლიერი ქარბუქის გამო გადაადგილება კვლავ შეზღუდულია წალკის ორ სოფელში

March 29, 2022

თოვლისა და ძლიერი ქარბუქის გამო გადაადგილება შეზღუდულია წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ თრიალეთსა და სოფელ ბეშთაშენის მიმართულებით.

“გუშინ საღამოს ჩაიკეტა აღნიშნულ სოფლებში მიმავალი გზები. გუშინდელი დღიდან მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ადგილზე სამი ერთეული სხვადასხვა სახის ტექნიკა მუშაობს”– ინფორმაციას წალკის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვიდასტურებენ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29 მარტიდან ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს, ნალექი შეწყდება, ქარი ჩადგება. თბილი და უნალექო ამინდი 3 აპრილამდე შენარჩუნდება.