,,თევზის ინფექციური დაავადების აერომონოზის გავრცლების პრევენციის მიზნით, კარანტინის პერიოდში მოქალაქეებს ეკრძალებათ თევზაობა, ნებისმიერი სახის თევზის გატანა კარანტინის ზონიდან; დახოცილი ან დაავადებული თევზის შეგროვება და საკვებად გამოყენება. დაავადებული თევზის რეალიზაცია ან გავრცელება. კარანტინი მოქმედებს წალკის წყალსაცავსა და მდინარე ქციის შესაბამის მონაკვეთებზე”- წალკის მერია მოსახლეობას აფრთხილებს.

თევზის დაავადების გამო, თევზაობის და დაჭერილი თევზის ჭამის ამკრძალველი განცხადება წალკის მერიამ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.
უწყებამ განცხადება მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც კარანტინის შესახებ ინფორმაცია ჩვენ გავასაჯაროვეთ.
ამავე განცხადებიდან ირკვევა, რომ საქმე გვაქვს წალკის წყალსაცავზე თევზებში გავრცელებულ დაავადება აერომონოზთან.
შეგახსენებთ, რომ წალკის წყალსაცავზე კარანტინის დაწესების შესახებ ინფორმაცია პირველად ჩვენმა რედაქციამ მოიპოვა.
რამ გამოიწვია თევზის დახოცვა და როგორია ლაბორატორიული კვლევის შედეგები ინფორმაციას ჩვენ ამ დრომე ველით.