,,ანტისანიტარიაა, არც წყალია, არც კარი იკეტება“- საპირფარეშო წალკაში

July 6, 2026

ვიდრე წალკაში, ახალი თანამდეროვე სტილის საპირფარეშო აშენდება, მანამდე წალკელებს და წალკაში სტუმრად მყოფებს, ამ საპირფარეშოთი სარგებლობა უწევთ. საპირფარეშოს კადრები ჩვენმა რედაქციამ გადაიღო. აქ არაა წყალი, არც კარი იკეტება და არც ჰიგიენის ნორმებია დაცული. 

ტურისტი, რომელიც წალკაში იმყოფებოდა, გვიყვება რომ  შეუძლებელია ამ საპირფარეშოთი სარგებლობა. 

არიან განსხვავებული მოსაზრების მქონეებიც. მიუხედავად ანტისანიტარიისა, მოქალაქეთა ნაწილი გვეუბნება, რომ კმაყოფილი იმით რომ საპირფარეშო უფასოა.

“იძულებული ვარ ვისარგებლო, სხვა გზაა არ მაქვს”,- გვეუბნება მაქსიმი

,,ყველაფერი ჭუჭყიანია, კარი არ იკეტება, წყალი არაა. იძლებული ვარ რომ შევიდე აბა სად წავიდე  მე აქაური არ ვარ.“ 

წალკაში ახალი საპირფარეშოს მშენებლობაზე, ჩვენმა რედაქციამ მასალა უკვე მოამზადა.  ცნობილია, რომ თანამედროვე სტანდარტების მქონე საპირფარეშოს მშენებლობისთვის, წალკის მუნიციპლაიტეტი  248 ათას ლარს დახარჯავს. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით წალკაში კოსტავას ქუჩაზე  51 კვ.მ საპირფარეშოს მოწყობა, მიმდებარედ საყრდენი კედლის და მისასვლელი გზის მოწესრიგება იგეგმება. 

გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკურელება უკვე გაფორმებულია.  სამუშაოები  2026 წლის 30 ნომებრის ჩათვლით უნდა დასრულდეს. 

კადრები გადაღებულია 30 ივნისს.