ინკლუზიური სწავლების მნიშვნელობა და მისი დანერგვა საუნივერსიტეტო კურიკულუმში – ინტერვიუ

July 10, 2023

განათლების სამინისტროს მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოს სკოლებში, 12 ათასამდე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვია რეგისტრირებული.

სხვადასხვა კვლევა, მათ შორის სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშები მიუთითებს, რომ ინკლუზიური განათლების ხარისხი სკოლებში დაბალია, ერთი-ერთი მიზეზი მასწავლებლების ნაკლები კომპეტენციაა.

ინკლუზიური განათლების შესახებ შესახებ ინფორმაციის გავრცელების და საგანმანათლებლო დაწესებულებებში ამ მიმართულებით სწავლების მეთოდების დანერგვის მიზნით, მიმდინარეობს პროექტი „ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად“, რომლის წარმომადგენლები დღეს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რეგიონში მცხოვრებ მასწავლებლებს და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.