ინტენსიური თოვის გამო ფარავნის უღელტეხილზე გადაადგილება შეიზღუდა

March 9, 2022

საქართველოს ზოგიერთ რეგიონში თოვს. ინტენსიურმა თოვამ, მოყინულმა გზებმა და დაბალმა ტემპერატურამ საავტომობილო გზებზე გადაადგილება შეზღუდა, მათ შორის ფარავნის უღელტეხილზე, – ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

უწყების ცნობით, ინტენსიური თოვის გამო, კოდა, ფარცხისი, მანგლისი, წალკა, ნინოწმინდის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, აკრძალულია. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.