ФСБ: ,,კროკუს სიტი ჰოლში“ მომხდარ თავდასხმაზე, ამ დროისთვის 11 პირია დაკავებული

March 23, 2024

,,კროკუს სიტი ჰოლში“ მომხდარ თავდასხმაზე, ამ დროისთვის 11 პირია დაკავებული, მათ შორის 4 ,,კროკუს სიტი ჰოლზე“ განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილეობდა.

 დაკავებულების შესახებ ინფორმაციას რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური ავრცელებს. ინფორმაცია უკვე მიაწოდეს ვლადიმერ პუტინსაც.

ბოლო მონაცემებით,115 გარდაცვლილი და 100 მეტი დაშავებულია.

ინფორმაცია გარდაცვლილებსა და დაშავებულების შესახებ ხშირად იცვლება.რადგან არსებობს მოლოდინი, რომ ხანძრის შედეგად ჩამონგრეული შენობის ნანგრევებში, მოქალაქეები იყვნენ მოყოლილი.

 მაშველები ხანძრის შედეგად ჩამონგრეული შენობის ნანგრევებიდან გაწმენდას ამ დრომდე ცდილობენ.

რა მოხდა 22 მარტს მოსკოვის გარეუბანში

 22 მარტს, დაახლოებით 18 სთ-ზე, მოსკოვის გარეუბანში ,,კროკუს სიტი ჰოლში“ როკ კონცერტზე, ჯგუფ ,,პიკნიკის“ მოსასმენად მისულ ათასობით მშვიდობიან მოქალაქეს, ცეცხლი შეიარაღებულმა პირებმა ავტომატური იარაღიდან გაუხსნეს, ისინი ისროდნენ საკონცერტო დარბაზსა და ჰოლში შეკრებილი მოქალაქეების მისამართით.თავდამსხმელები ისროდნენ ავტომატური იარაღიდან.

BBC – ის მიერ მოპოვებულ ვიდეო კადრებში ჩანს როგორ ესვრიან თავდამსხმელები მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც გაქცევას ცდილობენ.

ვიდეო კადრებში ისმის აფეთქების ხმაც. რუსეთის სამართალდამცავი სტრუქტურის ინფორმაციით, თავდასხმის ადგილას საგამოძიებო და გაწმენდითი სამუშოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. სპეციალისტები სწავლობენ სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებსაც. უწყების ინფორმაციით, შენობის დასაწვავად თავდამსხმელებმა ადვილად აალებადი სითხე გამოიყენეს.

აშშ აცხადებს რომ მათ რუსეთის ხელისუფლება მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ გააფრთხილეს.

 როიტერსის “ ინფორმაციით, ტერორისტულმა დაჯგუფება ,, ისლამურმა სახელმწიფომ“ მომხდარზე აიღო პასუხისმგებლობა .

Tags: ,