ლიბერთიმ მეთხილე ფერმერებისთვის ახალი აგროპროექტი დაიწყო

September 27, 2022

R

ლიბერთი ბანკსა და საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ინოვაციური საპოლოტე პროგრამა დაიწყო, რაც მეთხილე ფერმერებისთვის გამარტივებული პროცედურებით სესხის გაცემას ითვალისწინებს.~

ახალი აგროპროექტის ფარგლებში, შეირჩა ფაქტორინგის ფორმა, რომელიც მეთხილე ფერმერების გამარტივებული ფორმითა და უმოკლეს ვადაში დაფინანსების საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს. პროექტი მეთხილე ფერმერებისთვის საუკეთესო შესაძლებლობაა უმოკლეს ვადაში, მხოლოდ თხილის უზრუნველყოფით და გამარტივებული წესით მიიღონ ბანკისგან დაფინანსება. აღნიშნულისთვის ერთადერთ მოთხოვნას წარმოადგენს თხილის პროდუქციის დასაწყობება საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის საშრობ და სასაწყობო ცენტრებში, სადაც მაქსიმალურადაა დაცული თხილის შენახვისათვის აუცილებელი ყველა პირობა;