მდინარე ქვაბლიანის მიმდებარედ 655 მეტრიანი ტროტუარის მოწყობა იგეგმება – ადიგენი

July 29, 2022

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889 ​

დაბა ადიგენში, თორნიკე ერისთავის ქუჩაზე, მდინარე ქვაბლიანის მიმდებარედ, 655 მეტრიანი საფეხმავლო ტროტუარის მოწყობა იგეგმება, რომლისთვისაც მერია 220 ათას ლარამდე თანხის გამოყოფას გეგმავს – ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული. 

ადიგენის მერიის ცნობით, აღნიშნულ ლოკაციაზე ქვეითებისათვის ბილიკი ამ დრომდე არ ყოფილა მოწყობილი.

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, კომპანიამ, რომელიც სამუშაოების შესრულების ვალდებულებას აიღებს, 655 მეტრი სიგრძის ტროტუარი ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღის განმავლობაში უნდა მოაწყოს. როგორც მერიაში გვეუბნებიან, თანხა სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა. 

წინადადებების მიღება 13-18 აგვისტოს იწარმოებს.