“მეკითხებით ვმუშაობდი თუ არა რუსეთის ჯაშუშად? არა” – მეუფე ნიკოლოზი

September 13, 2021

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

TV პირველის მიერ გავრცელებული ცნობებით, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი რუსეთს ლუგარის ლაბორატორიის შესახებ ინფორმაციას აწვდიდა. მედიამ საფუძვლად 13 სექტემბერს გავრცელებული ფაილები მოიყვანა, რომელიც მაუწყებლობის ცნობითვე, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა გაავრცელა.

ტელეკომპანია პირველის ინფორმაციით, დოკუმენტებში წერია, რომ მეუფე ნიკოლოზი მის მეგობარს, რუსეთის მოქალაქეს, ინფორმაციას 2013 წლიდან აწვდიდა.   

ინფორმაციის გადამოწმების მიზნით ჩვენ მეუფე ნიკოლოზს დავუკავშირდით, იგი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას: “მეკითხებით ვმუშაობდი თუ არა რუსეთის ჯაშუშად? პასუხი: – არა,” – მოგვწერა მიტროპოლიტმა.