მეხის დაცემის შედეგად დაშავებული ჯარისკაცის  მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია

June 19, 2023

მეხის დაცემის შედეგად დაშავებული ჯარისკაცის  მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია და იმყოფება მართვით სუთქვაზე- გვეუბნება დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი, გუგა ქაშიბაძე. 

მისივე თქმით, მდგომარეობის გაუმჯობესება არ შეინიშნება.

15 ივნისს ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარე გეგმიური საველე სწავლების დროს საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 24-ე საარტილერიო ბატალიონის მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკს  მეხი დაეცა.