მილიონ 200 ათასამდე ლარი, ბორჯომში 14 სართულიანი კორპუსის რეაბილიტაციისთვის

February 2, 2022

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია, ბორჯომში, სააკაძის ქუჩაზე არსებული 14 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ფასადის რეაბილიტაციისთვის მილიონ 200 ათასამდე ლარის გამოყოფას გეგმავს, ამისათვის ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, კომპანია რომელიც კონკურსში გაიმარჯვებს ვალდებული იქნება ექვსი თვის ვადაში განახორციელოს დემონტაჟი (ძველი აივნები, კარ-ფანჯრების და ა.შ), ფასადის მოპირკეთება, კარ-ფანჯრის , აივნის და მოაჯირის მოწყობა და ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოები. 

როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში გვეუბნებიან, თანხის ნაწილი, 5 % ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა, დანარჩენ 95%-ს კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსებენ.

ბორჯომის მერი, ოთარ არბოლაშილი ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ კორპუსი XX-სს 80-იან წლებში აშენდა და მას შემდეგ რეაბილიტაცია არ ჩატარებია გარდა კოსმეტიკური სამუშაოებისა. მისივე თქმით, მიზეზი იმისა, თუ აქამდე რატომ არ გაარემონტეს კორპუსი, ფინანსებია. 

“მოსახლეობის მოთხოვნაც იყო ეს კორპუსი ვიზუალურად გალამაზებულიყო, რადგან ქალაქის ცენტრში დგას.”

წინადადებების მიღება 03-08 თებერვალს იწარმოებს.