მიწის რეგისტრაციის პროცესი სამცხე-ჯავახეთში და ქვემო ქართლში

June 6, 2023

მიწის რეგისტრაციის დაწყებიდან დღემდე საქართველოში აიზომა 300 ათასამდე და დარეგისტრირდა 250 ათასამდე მიწის ნაკვეთი, – ინფორმაციას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო გვაწვდის. მიწის სისტემური რეგისტრაციის გასულ წელს დაიწყო, მის ფარგლებში საკუთარი მიწები სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების 39 სოფელში  უკვე გაიფორმეს მიმდინარე წელს, ჩვენს რეგიონში მიწების რეგისტრაცია დამატებით  53 სოფელში იგეგმება. 

მუნიციპალიტეტების მიხედვით, მიწის რეგისტრაცია ადიგენის სოფელ გორგულში დეკემბრის თვეში იგეგმება, ახალციხის სოფელ სხვილისში – აგვისტოში, ბორჯომის სოფელ ტბაში – დეკემბრის თვეში და ნინოწმინდის სოფლებში დიდ გონდრიოში აგვისტოში, ტამბოვკაში, ფოკაში, ეშტიაში, განძაში, ქ. ნინოწმინდაში, გორელოვკაში და დიდ ხანჩალში სექტემბრის თვეში იგეგმება.

რაც შეეხება წალკას, საჯარო რეესტრის ეროვნული ბიუროს ცნობით, აქ მიმდინარე წელს მიწის რეგისტრაცია 28 სოფელში იგეგმება: ბარეთი, თეჯისი, არ-სარვანი, ჩივთ-კილისა, კოხტა, დაშბაში, სამება, წინწყარო, თრიალეთი, განთიადი, დარაკოვი, საყდრიონი, ნარდევანი, აიაზმა, ხაჩკოვი, კაბური, გუმბათი, კუში, ავრანლო, არწივანი, აშკალა, ბედიანი, კიზილ-კილისა, ბერთა ბურნაშეთი, ოზნი 2, რეხა, ხანდო.

გარდაბნის მუნიციპალიტეტში 2023-24 წლებში მიწების რეგისტრაცია დამატებით 18 სოფელში იგეგმება, ხოლო დმანისში – 15-ში.

გარდაბანი: სოფელი ნაზარლო სექტემბერში, ქესალო 2024 წლის იანვარში, ვახტანგისი 2024 წლის მარტში, თელეთი ,კრწანისი , გამარჯვება, ნორიო, ახალი სამგორი – 2024 წლის აპრილში ხოლო, აღთაკლია, მარტყოფი, ყარათაკლია ,  ყარაჯალარი ,კალინინო, გარდაბანი, ჯანდარა, ლემშვანიერა -2024 მაისში.

დმანისი: დმანისის თემი ,კიზილქილისა,მაშავერა ,დიდი დმანისი ,დმანისი ,გუგუთი ,ირგანჩაი ,გომარეთი ,სარკინეთი,კარაბულახი ,იფნარი ,კამარლო ,ოროზმანი,ამამლო, საკირე.

რა სახით ავრცელებენ ინფორმაციას მიწის რეგისტრაციის შესახებ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებში? – საჯარო რეესტრის ეროვნული ბიუროს ცნობით, ინფორმაციით მათ პროცესის შესახებ საინფორმაციო სახის შეხვედრები აწარმოეს, ასევე დამზადდა ადაპტირებული ბროშურები და საინფორმაციო ვიდეო რგოლები.

ოფიციალური ცნობებით, პროგრამის განმავლობაში სააგენტო 59 მუნიციპალიტეტში აზომავს და დაარეგისტრირებს მილიონ 200 ათასი ჰექტრის მოცულობის მიწის ნაკვეთს.